2021 წლის იანვრიდან 17 მარტამდე ახალქალაქის მერიაში საქართველოდან სომხეთში გასვლისთვის გამონაკლისის სახით დარეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 1591 მცხოვრები.
2020 წლის მარტიდან, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველომ ყველა საზღვარი დაკეტა. საქართველოში შემოსვლა-გასვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვით ხორციელდება, რომელიც ყოველ შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს. 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ეს რეგულაციები, მხოლოდ საჰაერო შეტყობინებებისთვის შემსუბუქდა.
თავდაპირველად საქართველოდან სომხეთში გასვლა განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელი გახდა სტუდენტებისთვის, რომლებიც სომხეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. ახალქალაქის მერიამ 2021 წლის იანვრიდან ქვეყნიდან გამსვლელი 90 სტუდენტი დაარეგისტრირა. თუმცა, მერიის საშუალებით ნებართვების გარდა, ზოგიერთმა საზღვრის გადაკვეთის ნებართვა უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
სომხეთში სამედიცინო დახმარების მისაღებად მერიის დახმარებით საზღვრის გადაკვეთის ნებართვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 254 მცხოვრებმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისის სახით სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საზღვრის გადაკვეთა ადრეც იყო შესაძლებელი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნებართვის მიღების შემთხვევაში.
ხოლო სომხეთში სამუშაოდ გადასვლის მიზნით ნებართვის მიღება შესაძლებელია 2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან. მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობა მერიაში სეზონური სამუშაოებისთვის სომხეთის საზღვრის გადაკვეთისთვის დარეგისტრირდა, სულ 1247 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გამონაკლისის სახით თურქეთში მუშაობის მიზნით ნებართვების გაცემა ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომით დაიწყო.
თუმცა, ბოლო დროიდან, ახალქალაქის მერიამ სეზონური სამუშაოებისთვის რეგისტრაცია გაართულა, სომხეთის მოწალაქეობის დამადასტურებელ პასპორტს, ან ცნობა ითხოდნენ.
ახალქალაქის მერია სომხეთის პასპორტს ითხოვს