სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 49-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 970 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 130 – თბილისში, 653 – აჭარაში, ხოლო 463 – იმერეთში გამოვლინდა.
“დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 361, აჭარაში – 732. მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი – მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60. 3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
10 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 850 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილია – 9.