14 აპრილს, ახალქალაქში “მომავლის სახლში” ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი გაისმა.
„რადგან 14 აპრილი ქართული ენის დღეა, ეს ღონისძიება მას ეძღვნება და სხვადასხვა წრის ბავშვები ნომრებით გამოვიდნენ“, – განმარტა სათენიკ მაიტესიანმა, “მომავლის სახლის” დირექტორმა.
ცერემონიას ესწრებოდნენ მოსწავლეების მშობლები, მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და სხვები.
ქართული ენის დღე 14 აპრილს აღინიშნება: 1978 წელს ამ დღეს ქართული ენა საბჭოთა საქართველოში სახელმწიფო ენად დარჩა.