ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის გადაკეტილი გზები არ არის. ყველა სასოფლო გზა გამავალია.
როგორც Jnews-მა ახალქალაქის მერ მელქონ მაკარიანისგან შეიტყო, დაკეტილი გზები ჯერ არ არის. მარტივად გასავლელია სასოფლო გზებიც.
რაც შეეხება სახელმწიფოთაშორის გზებს, ლარსი სატვირთო მანქანებისთვის გადაკეტილია, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე გახსნილია ახალქალაქი-კარწახისა და ნინოწმინდა-ბავრას სახელმწიფოთაშორისი გზები, ფარავნის უღელტეხილი ამ დროისთვის, ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ დილიდან დიდი თოვლი მოვიდა ახალქალაქში.