ახლაქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 17 ადამიანი იმყოფება.
17 მარტის მონაცემებით, 15:50 საათისათვის, 17 ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ეს ყველა მოქალაქე საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის მტკიცებით საზღვარზე გადაკვეთისას არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კორონავირუსის ნიშნები და თავსაც ყველა კარგად გრძნობდა. მათი თვითიზოლაცია უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით არის საჭირო.
“ჩვენ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს დამყარებული, ყოველ დღე ვესაუბრებით ტელეფონით” -თქვა ავეტიკ ტონაკანიანმა.
მისი თქმით, ყველა მათგანი 14 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს თვითიზოლაციაში და ითვალისწინებდეს თვითიზოლაციის ნორმებს. იმ შემთხვევაში თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში სამრთალდამცავი ორგანოები უფლებოსილნი არიან ეს მოქალაქეები გააგზავნონ კარანტინში საავადმყოფოებში ან შესაბამის ცენტრებში დააწესონ. ჯამში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ კარანტინში გაგზავნილ იქნა 71 ადამიანი.
მთავრობის რეკომენდაციები თვითიზოლაციის შესახებ იხილეთ აქ:
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფთათვის
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულითა 34 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული, მათ შორის ის პაციენტიც იმყოფება, რომელიც განიკურნა და გაწერილ იქნა საავამყოფოდან გუშინ, 16 მარტს. ამჟამად 1008 ადამიანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 64 ადამიანს სტაციონარული გამოკვლევები უტარდება.