ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ხოზაფინის ტბა ჭაობდება.  Jnews-მა სცადა ექსპერტთან დაეზუსტებინა ამ ბუნებრივი პროცესის მიზეზი და ხერხები ამის თავიდან ასაცილებლად.

გარემოს დაცვის ექსპერტი ლალი მაჩაიძე მიიჩნევს, რომ დაჭაობების შესაძლო მიზეზი შეიძლება მიმდებარე მინდვრებზე გამოყენებული პესტიციდები იყოს.

„როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწა ახლოსაა, ზოგიერთი პესტიციდი შეიძლება ტბაში მოხვდეს, რაც ხელს უწყობს ტბაში მცენარეების ზრდას. ბევრი მოსახლე მოიხმარს პესტიციდს, რამაც შეიძლება თევზების კვდომაც გამოიწვიოს, რადგან წყალში ნაკლები ჟანგბადი იქნება“.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს ამ ეტაპზე იმისათვის, რომ თევზი არ დაიხოცოს, ექსპერტმა გვიპასუხა:

“ტბიდან წყალი უნდა ამოიტუმბოს და ძლიერი წნევით დაბრუნდეს, რათა წყალი ჟანგბადით გამდიდრდეს და თევზი არ დაიხოცოს. გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მივმართოთ “.

Kardzaxiii 1

კარწახში მდებარე ხოზაფინის ტბა ჭაობდება