ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ხოზაფინის ტბის ზედაპირის უმეტესი ნაწილი ჭარბტენიანი მცენარეულობითაა დაფარული – ტბა კვლავ დაჭაობდება.
ხოზაფინის ტბა საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ჯერ კიდევ გასული წლიდან დაიწყო მცენარეულობამ ზედაპირზე ზრდა, წელს კი უმეტესი ნაწილი დაფარა. ყოველივე დაჭაობების პროცესზე მიუთითებს. მცენარეულობის ნაშთები, რომლებიც კვდებიან და ძირს იყრებიან, წყლის აუზს ავსებენ, რაც წყალსაცავს ჭაობად აქცევს.
ტბა ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. გასულ წელს ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა ტბის გამო განგაში ატეხეს, რადგან შიშობდნენ, დროთა განმავლობაში ტბა ჭაობად გადაიქცეოდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჯავახეთის ეროვნული პარკის, პოლიციის, გუბერნიის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა 2021 წლის 28 ოქტომბერს ხოზაფინის ტბის გაწმენდის აუცილებლობა განიხილეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მესაზღვრეებმა ხალხს ტბაში შესვლის საშუალება უნდა მისცენ და ყველა ბადე ამოიღონ, რათა თევზს გზა გაეხსნას. როგორც ეროვნულმა პარკმა, ასევე მესაზღვრეებმა ტბის პრობლემა ზემდგომებს შეატყობინონ, შემდეგ შეხვედრაზე კი კონკრეტულად განიხილონ, თუ როგორ დაასუფთაონ. რა მოჰყვა შეხვედრას, დასუფთავდა თუ არა ტბა და რას აპირებს ეროვნული პარკი – ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას ცდილობს Jnews-ი. Jnews-ი ასევე შეეცადა ექსპერტებისგან გაერკვია, რატომ დგას ტბის დატბორვის რისკი და რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასარჩენად.
ხოზაფინის ტბა 6 ოქტომბერს, 2022 წელი
ჰოზაპინის ტბა 2019 წლის ზაფხულში