მთიანი ყარაბაღის საგანგებო მდგომარეობის სამსახური იტყობინება, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ძალების მიერ გამოყენებული იყო ახალი იარაღი.
“გამოკვლევების თანახმად გაირკვა, რომ გამოყენებული იყო დაახლოებით 40 სმ სიგრძის მწველი კასეტური იარაღი. ამ იარაღის გამოყენება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ იკრძალება ჟენევის და საერთაშორისო კონვენციებით. იარაღის ეს სახეობა ტერიტორიების გადაწვისა და მასობრივი განადგურებისათვის გამოიყენება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.