მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით წარსდგა, სადაც ცეცხლის ჰუმანიტარული შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის მხრიდან დარღვევების შესახებ განაცხადა.
“ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ მოლაპარაკების დარღვევას, რომელიც რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობით, ჰუმანიტარულ მიზნებში, სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლისათვის იქნა მიღწეული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საერთაშორისო ტერორისტების სამმაგმა საბჭომ, შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიამ, ჰუმანიტარული მოლაპარაკების ფარგლებში, ცეცხლის შეჩერება გამოაცხადა. საკუთარი ქმედებებით აზერბაიჯანმა კვლავ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ არის მოძალადე ქვეყანა, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს, 5 წუთის განმავლობაშიც კი, არ ასრულებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, დღევანდელი შეტევა კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს სამხედრო ქმედებების მომზადებისათვის იყენებს.
“წარმოქმნილი გარემოებებიდან გამომდინარე საერთაშორისო საბჭის, მოძალადე ქვეყნის შეჩერება მხოლოდ ერთი ხერხით ძალუძს- არცახის რესპუბლიკის აღიარებით, რაც აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს უზრუნველყოფს, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიას, არა მხოლოდ ჩვენი რესპუბლიკისავის, არამედ მთელი რეგიონისათვის იძლევა”,- ხაზგასმულია განცხადებაში.
ცეცხლის შეჩერების შესახებ მოლაპარაკება მიღწეული იყო 10 ოქტომბერს 12:00 საათზე მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამდგომლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომელიც პარასკევს შუადღისით დაიწყო და გვიან ღამე, დაახლოებით 11 საათი გაგრძელდა.
ცეცხლის შეჩერება ჰუმანიტარული მიზნებით იყო გამოცხადებული: სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის მიზნით.