ყარაბახის თავდაცვის სამინისტრომ დღეს კიდევ 21 სამხედრო პირის სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
27 სექტემბერს საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან, სომეხ სამხედრო პირებს შორის დადასტურებული მსხვერპლის საერთო რაოდენობა 222-მდე გაიზარდა.
აზერბაიჯანი სამხედრო დანაკარგს კვლავ არ ააშკარავებს.