დღეს, 26 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 7:00 საათზე და ადგილობრივი დროით 8:00 საათზე მთიან ყარაბაღში ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში, გვაცნობებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. უკვე 10 წუთში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეჩერების რეჟიმის უხეშ დარღვევაში სომხეთი დაადანაშაულა , ამასთანავე სომხეთი იმავე ბრალდებით წარდგა .
“მიუხედავად ჰუმანიტარული ცეცხლის შეჩერების თაობაზე ახალი შეთანხმების გამოცხადებისა, რომელიც 26 ოქტომბერს 8:00 საათზე (რუსეთის დროით 07:00) შევიდა ძალაში, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიღწეული მოლაპარაკება უხეშად დაარღვიეს”,- იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. მოგვიანებით უწყებაში დააზუსტეს , რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ საფიანში და ტერტერის რაიონში მდებარე აზერბაიჯანის ქვედანაყოფები დაბომბეს.
“აზერბაიჯანის მხარემ 08:45 საათზე უხეშად დაარღვია აშშ-ში მიღწეული ჰუმანიტარული მოლაპარაკება და არცახის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის სამხედრო პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა”, — წერს სომხეთის თავდაცვის პრეს-მოადგილე, შუშან სტეფანიანი. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილემ დაწერა: “აღნიშნული დარღვევა დაფიქსრიდა დაახლოებით 09:10 საათზე. მოწინააღმდეგემ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარე პოზიციები დაბომბა, ხუთი საარტილერიო ჭურვი ააფეთქა”.
ახალი შეთანხმება – რიგით მესამე – მიღწეული იყო აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და მისი მოადგილის სტივენ ბიგანის მონაწილეობით აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შედეგად. წინა ორი შეთანხმება, რომელიც მოსკოვის შუამდგომლობით იყო მიღწეული, ასევე დაირღვა.