დღეს, 6 ოქტომბერს, ახალქალაქში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომლის დროსაც ჯავახეთის სომხებმა მთიან ყარაბახს და სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

JNEWS-ის გამოთვლებით, ახალქალაქის სტადიონზე დაახლოებით 5-8 ათასი ადამიანი შეიკრიბა ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ნინოწმინდიდან, წალკიდან და სხვა ძირითადად სომხებით დასახლებული ადგილებიდან. დემონსტრაცია დაიწყო ლოცვით “მამაო ჩვენი”. მღვდელმა ტერ ტიგრან მხითარიანმა დამსწრეებს მიმართა:

“ჩვენ არ ვგლოვობთ ჩვენს დაცემულ ძმებს, ჩვენ მათით ვამაყობთ”, – განაცხადა ტერ ტიგრანმა.

ჯავახეთის სომეხი ეროვნების მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალს ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და სახსრების შეგროვებას განაგრძობს.

“თითოეული ჩვენგანი ამოუდგა მხარში არცახს, სომხეთის დედებს, არ არის არც ერთი სოფელი, არც ერთი ქალაქი, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სამამულო, საერთო ეროვნულ დახმარებაში. თითოეული სოფელი, ჯავახეთის ყოველი რაიონი, ეს იქნება ფინანსური, თუ დახმარება სურსათით, ან ტანსაცმლით, დღისით ან ღამით, მზად არიან საკუთარი მხარდაჭერა გამოუცხადონ ყარაბაღს და სომხეთს. ეს შემოწირულობა არ შეჩერდება იქამდე, სანამ ყარაბაღში ომი არ დასრულდება. ძვირფასო ადამიანებო, ჩვენ-ზურგი ვართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურგიც ისეთივე ძლიერია, როგორც დღეს წინა ხაზზე მდგომი ჯარისკაცი. ზურგი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ მოწინავემ მხოლოდ ნაბიჯის წინ გადადგმაზე იფიქროს”, – შეკრებილებს უთხრა ტერ ტიგრანმა.

hay9

მან დაამატა, რომ ამ დემონსტრაციას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორები.

“ჩვენ არ გვყავს ორგანიზატორები, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური, ან სამოქალაქო ძალა, რომელიც მხარს გვიჭერს, ჩვენ გვაქვს ძალა, რომელსაც სომხური ერი ჰქვია, სხვა ძალა არ გაგვაჩნია”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამის საჭიროება თუ იქნება, ისინი მზად არიან საზღვარზე მებრძოლ ჯარისკაცებს შეუერთდნენ.

Karen

“ჩვენ ჩვენს თანამემამულეებს შევუერთდებით, არავის შეეპაროს ეჭვი, ჩვენ გავიმარჯვებთ. დღეს სომეხ ჯარისკაცს ისეთი მყარი ზურგი აქვს, როგორც არასდროს. ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით ჩვენს ძმებთან”, – თქვა სამშვიდობო მიტინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ჩვენ აქ ვართ, რათა ჩვენ ერთიანობა და მზადყოფნა გამოვთქვათ. ჩვენ ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია, ჩვენი მოსწავლეები, ახალგაზრდები, უფროსები სხვადასხვა ჯგუფებად- ყველა რაღაცას აგროვებს არცახისთვის. ეს დიდი შთაგონებაა, დიდი ძალაა. საზღვარზე მებრძოლმა ჯარისკაცმა უნდა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან”, – თქვა სხვა მონაწილემ.

akcia4

«მე აქ იმისთვის ვარ, რომ ბიჭებმა, რომლებიც თუნდაც ასე შორს არიან, მაგრამ საზღვარზე დგანან, იგრძნონ, რომ სომეხი ერი მთლიანია, ის ბოლომდე იბრძვის», – თქვა აქციის სხვა მონაწილემ.

«ჩვენ არ გვინდა, ვინმეს სახიდან ღიმილი გაქრეს, ჩვენ არ გვინდა, ჩვენში სიყვარული გარქეს, ჩვენ დღეს მზად ვართ გვიყვარდეს ერთმანეთი, დავუთმოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი წყენა და ერთ მიზანს ვემსახუროთ, ეს მიზანი – ჩვენს სულებში სომხური გენია», – თქვა მიტინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

akcia7

«ჩვენი დაუგეგმავი შეკრების მიზანია მხარდაჭერა, მზადყოფნა გამოვუცხადოთ ჩვენს ძმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად, სიკვდილის იგნორირებით, ებრძვიან არა მხოლოდ თურქეთი-აზერბაიჯანის აგრესიას, არამედ ტერორისტებსაც. დღეს, გენოციდიდან 105 წლის შემდეგ, სომხები კვლავ აღმოჩნდნენ გენოციდის საფრთხის წინაშე. ეს გამოწვევაა არა მხოლოდ სომეხი ერისთვის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ ვიბრძვით ღვთისმოსაობით ცხოვრების უფლებისთვის, ცივილიზებული ღირებულებებისთვის, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება», – თქვა ანდრანიკ კარსლიანმა, სამშვიდობო შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ.

akcia3

«ძვირფასო ადამიანებო, ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ჩვენმა მტერმა გადაწყვიტა ჩვენი განადგურება, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით, ჩვენი სახეობის შენარჩუნებისთვის, ამიტომ ყოველ დღე, ყოველ წამს უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, სად ვცხოვრობთ, რა პირობებში ვცხოვრობთ. ყოველ დილით ჩვენ სომხებად უნდა ვიღვიძებდეთ და სომხებად ვიძინებდეთ, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, ბევრი სამუშაოა საჭირო, არ უნდა დავიღალოთ, თვითორგანიზებულები უნდა ვიყოთ, უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენ ყველა არცახელი უნდა ვიყოთ, ყოველმა სომეხმა უნდა იგრძნოს საკუთარი თავი არცახელად», – თქვა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც ახალციხიდან სპეციალურად მიტინგში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა.

akcia1

«ჩვენ გავიმარჯვებთ!» შეძახილებით და სხვადასხვა პატრიოტული და სამხედრო სიმღერებით ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სტადიონიდან ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიისკენ გაემართა. ტაძრის სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით წაიკითხეს ლოცვა «მამაო ჩვენო» და სანთლები დაანთეს.

akcia8

ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია «ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად» გაიმართა (Video)

ფოტორეპორტაჟი აქციიდან: «ჯავახეთი ყარაბაღის გვერდით»