სამცხე-ჯავახეთში ცხოველების უფასო ვაქცინაცია მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ Jnews-ს შეატყობინა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალურმა ოფისმა.
ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში შედის ისეთი დაავადებების იმუნიზაცია, რომლებიც საზიანოა ადამიანებისთვისაც, ასევე სწრაფად ვრცელდება და დიდი ზიანი მოაქვს ფერმერისათვის.
უფასო ვაქცინაცია შემდეგი დაავებების წინააღმდგე ტარდება: ბრუცელოზი, დერმატიტი, ანთრაქსი და ციმბირის წყლული.
რეგიონალური ოფისის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია ბექაურის თქმით, ვაქცინაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
«რადგან ჩვენს რეგიონში შინაური ცხოველების დიდი რაოდენობაა, ვაქცინაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხელშეკრულება იდება ფერმერებთან, ისინი ადგილზე ატარებენ ვაქცინაციას. ჩვენს რეგიონში 100 000-მდე მსხვილფეხა და 60 000-მდე წვრილფეხა პირუტყვია»,- თქვა ლია ბექაურმა.
ახალქალაქის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიცპალიტეტში არის დაახლოებით:
19 564- მეწველი ძროხა,
30 935- ხბო და ხარი,
11 454- ღორი,
9227- ცხვარი,
311- თხა,
55 755- ქათამი,
230- ინდაური,
471- იხვი და
80 სხვა ცხოველი.