2019 წლის სასოფლო-სამეურნეო წელიწადი დასრულდა. მუნიციპალიტეტში ეს წელიწადი წარმატებულად ითვლება. ალტერნატიული კულტურების მინდვრები გაიზარდა. გასულ სასოფლო-სამეურნეო წელიწადს რიცხვებში შევაჯამებთ.
მუნიციპალიტეტის სასოფლო- სამეურნეო 2019 წელი წარმატებული იყო. წარმატებული, ვინაიდან კარტოფილის ფასმა მოიმატა, გარდა ამისა ხალხმა ალტერნატიული კულტურების მოყვანა დაიწყო.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა მოსავლიანობის მაჩვენებელი გაგვაცნო. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რიცხვები დაახლოებითია.
ვადარებთ 4 წლის მოსავლიანობას 2016-დან 2019 წლამდე.
თუკი 2016 წელს მუნიციპალიტეტში დაითესა 9780ჰა კარტოფილი და მიღებული იყო 195 110ტ, უკვე 2019 წელს დაითესა 8786ჰა და მიღებული იქნა 169 445ტ კარტოფილი. მოსავლიანობა 19,29ტ/ჰა შეადგენდა. 4 წლის განმავლობაში კარტოფილის თესვის მინდვრები თითქმის 1000ჰა შემცირდა, თუმცაღა მოსავლიანობა იგივე დონეზეა- 19ტ/ჰა-ზე ცოტა მეტი.
მუნიციპალიტეტში თითქმის 7-ჯერ გაიზარდა ხახვის სათესი მიწები და შეადგენს 13,85ჰა მაშინ, როდესაც 2016 წელს სულ 2ჰა იყო. 2016 წელს მიღებული იყო 90ტ მოსავალი, 2019 წელს კი -329ტ.
2016 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ჭარხლის მიწები.
2016 წელს 50ჰა ჭარხალი დაითესა, მიღებულ იქნა 1730ტ, ხოლო 2019 წელს დაითესა 204,75ჰა და იქნა მიღებული- 7234ტ. 2019 წელს აღნიშნული კულტურის მოსავლიოანობა 35,33ტ/ჰა შეადგენდა.
თითქმის 2-ჯერ გაიზარდა სტაფილოს სათესი მიწები. 2016 წელს დაითესა 183ჰა და მიღებულ იქნა 11900ტ, ხოლო 2019 წელს დაითესა 301,85ჰა და მიღებული იყო 17,229ტ, მოსავლიანობა- 57,08ტ გახლავთ.
მუნიციპალიტეტში ნივრის მიწებიც გაიზარდა, თუმცა მოსავლიოანობა შემცირდა.
2016 წელს დაითესა 13ჰა ნიორი, მიღებული იყო 740ტ, ხოლო 2019 წელს დაითესა 19,65ჰა და მიღებულია 327ტ ნიორი.
იგივე სიტუაციაა კომბოსტოსთან. 2016 წელს დაითესა 6ჰა კომბოსტო და მიიღეს 1176ტ, ხოლო 2019 წელს მიწები 15,70ჰა-მდე გაიზარდა, მაგრამ მიღებული იყო 594ტ მოსავალი.
ხორბლის მიწები 2016 წელთან შედარებით შემცირდა, ხოლო მოსავალი გაიზარდა.
2016 წელს დაითესა 2562ჰა და მიღებული იყო 6447ტ, ხოლო 2019 წელს დაითესა 2356ჰა და მიიღეს 7573ტ ხორბალი.
მუნიციპალიტეტში შვრიის მინდვრები 2016 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა მოსავლის რაოდენობა გაიზარდა. 2016 წელს დაითესა 405ჰა და მიღებული იყო 575 ტ, ხოლო 2019 წელს დაითესა 327,50ჰა და მიღებულ იქნა 1232,50ტ.
2016 წელს მუნიციპალიტეტში 6193ჰა ქერი დაითესა და მიღებული იყო 14620ტ, ხოლო 2019 წელს დაითესა 6817,30ჰა და იქნა მიღებული 18646ტ.
მუნიციპალიტეტში 2016 წელს 31ჰა სუნელი დაითესა, მიღებულია- 6ტ. 2019 წლის მოსავლიანობის მონაცემი არ არის, თუმცა ცენტრში აღნიშნეს, რომ სუნელის თესვა შემცირდა. 2019 წელს სელი და სუნელი ერთად დაითესა 97,20ჰა, მიღებული იყო 385ტ საერთო მოსავალი.