23 დეკემბერს ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ფერმერების საგრანტო პროგრამებით დაიტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე, რაც ეხება საგრანტო განაცხადის შეტანასა და გრანტის პირობებს.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია Land O’Lakes International Development Georgia (Venture37) ახორციელებს პროექტს “ინვესტიციები უსაფრთხო და ხარისხიან მესაქონლეობაში” (SQIL). აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია იწყებს პროგრამას, სადაც დააფინანსებს იმ ფერმერების პროექტებს, რომლებიც რძის ნაწარმისა და ხორცის წარმოებით არიან დაკავებულები. აღნიშნული პროგრამის მიზანია ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების ამაღლება და მათი ხელმისაწვდომობა საქართველოს ბაზარზე.
დაფინანსებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოების სფეროში არიან დარეგისტრირებული საქართველოში. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 დეკემბერი. განაცხადის გადმოწერა ან შეტანა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: jobs.ge/ge
იმ მიზნით, რომ მსურველებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მეტი ინფორმაცია მიიღინ, ორგანიზაცია ინფორმაციულ შეხვედრებს თბილისში და ასევე რეგიონებში ატარებს. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება 23 დეკემბერს 12:00 საათზე.მისამართი: მანველიშვილის ქუჩა №19, ახალციხე.