ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარში იასრებებს ძროხის და ღორის ხელოვნური განაყოფიერებს ერთადერთი მობილური ცენტრი. ლაბორატორია უკვე მზად არის, თუმცა ის ამოქმედდება გაზაფხულზე, როდესაც საქონლის გამრავლების პერიოდი დგება.

აღნიშნულ ლაბორატორიას ახალგაზრდა ვეტერინარი არმან არუთუნიანი ხსნის. მან პროექტი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის LAG-ის კონკურსში მოიგო. პროექტი 32 000 ლარს შეადგენს. ის 65%-ით ევროსაბჭომ, ENPARD2-ის პროგრამის ფარგლებში დააფინანსა, დანარჩენი 35% პროექტის ავტორს ეკუთვნის.

არმან არუთუნიანი განათლებით პოლიტოლოგია, შემდეგ მეორე პროფესიად აირჩია ვეტერინარობა. მას მამაც ამ პროფესიისა ჰყავს. ახალგაზრდა ვეტერინარის ოჯახი სთვლის, რომ ამ სფეროში კადრების აუცილებლობა არსებობს. არმანს სურს ჯავახეთში სავეტერინარო ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება.

ლაბორატორია მოემსახურება 30 სოფელს. ხელოვნური განაყოფიერების თესლებს თბილისიდან და სომხეთიდან მიიღებენ. აღნიშნული ლაბორატორიის არსებობა ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას თავად აირჩიონ საქონლის სქესი და ჯიში. ესეიგი თუ ფერმერი მოისურვებს, რომ ძროხა ბევრ რძეს იძლეოდეს ის მეწველე ჯიშს აირჩევს, ხოლო თუ მას ბევრი ხორცი ესაჭიროება, მაშასადამე მას მეხორცეულ ჯიშს გამოუყვანენ.

არმან არუთუნიანი ამბობს, რომ აღნიშნული ლაბორატორიის გახსნა მათ მამასთან ერთად, ფერმერების თხოვნით გადაწყვიტეს.

არმან არუთუნიანის მამა არტაშ არუთუნიანი 40 წელია, რაც რაიონში ვეტერინარად მუშაობს.

არტაშ არუთუნიანი ამბობს, რომ რაიონში ამდაგვარი ლაბორატორიის შექმნის მწვავე აუცილებლობა არსებობს.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქონელს ჯიშის მიხედვით აღარ აჯვარებენ. ხელოვნური განაყოფიერების გზით შესაძლებელი გახდება ძროხებში რძისა და ხორცის რაოდენობის ზრდა, ხოლო ღორებში გოჭების მოგების გაზრდა”,- ამბობს უფროსი არუთუნიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული ძროხები ნაცრისფერ კავკასიურ ჯიშს მიეკუთვნება.

“ჩვენთან ძირითადად ითხოვენ ძროხების მეწველ ჯიშებს. თუ ახლა ძროხები წელიწადში 2000-2200 ლიტრ რძეს იწველიან, ხელოვნური განაყოფიერების გზით მეწველი ჯიშის ძროხები მოგვცემენ მინიმუმ 3500 ლიტრ რძეს. ხელოვნური განაყოფიერება დაგვეხმარება კარგი შედეგების მიღწევაში, ისევე როგორც იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ ბევრი სხვადასხვა დაავადება. ამჟამად ჩვენთან საქონელს ამრავლებენ ნათესაური შეჯვარების გზით”,- ამბობს არტაშ არუთუნიანი.

თესლის შენახვისათვის ლაბორატორიას ორი მაცივარი აქვს. ძროხების თესლი წლების განმავლობაში –196℃ გრადუსზე შეინახება, ხოლო ღორების თესლი +17℃ გრადუსზე მაქსიმუმ ერთი კვირა გადაინეხება. ხელოვნური განაყოფიერების ფასი 60-70 ლარი იქნება, ხოლო მეორე მცდელობა იქნება უფასო.

labaratotiya

არტაშ არუთუნიანი დიდი მწუხარებით ამბობს, რომ თანამედრო ახალგაზრდობა ვეტერინარის პროფესიას არ ირჩევს.

“ვეტერინარის სამსახური არ ფასდება, ამიტომ არავის სურს მუშაობა. ჩვენს მოსახლეობას არ სჩვევია ვეტერინარს გადაუხადოს თანხა, მაგრამ ეს ხომ მისი სამსახური და მისი პროფესიაა. ამიტომაც ახალგაზრდებში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ვეტერინარის სამსახური არ არის პრესტიჟული და მიღებული სახსრებით ოჯახის რჩენა შეუძლებელია. რაიონის ყველა ვეტერინარი უკვე ხანდაზმულია”,- ამბობს არტაშ არუთუნიანი.

არმან არუთუნიანი ეძებს ახალგაზრდა დამხმარეებს. ის საკუთარ თავს თვლის თეორეტიკოსად და არა პრაქტიკოსად.

არმან არუთუნიანი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ხელოვნური დედალი ღორი პორველად ბეჟანოს ფერმერის თხოვნით, ჩინეთიდან ჩამოიყვანა. ეს არის პლასტმასის მოწყობილობა, რომელიც გოჭების გამოკვებას ემსახურება.

2016 წელს პროექტით “აწარმოე საქართველოში” არმან არუთუნიანმა მოიგო სავეტერინარო აფთიაქი, რომელიც მოქმედებს სოფელ ღადოლარში და უზრუნველყოფს აზავრეთის, ბეჟანოს, იხტილას, ტურცხის, ბურნაშეთის, ალათუმანის, კოჩიოს, ლომატურცხის და არაგვას სოფლებში.

laboratotiya