ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში სტაფილო მოიყვანეს, თუმცა წელს კარგი მოსავალი ვერ მიიღეს. ის მცირე რაოდენობა რაც მოიწიეს, მოსახლეობის შეფასებით დაბალ ფასად იყიდება.

bejano5
ბეჟანო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

სოფელი ბეჟანო ცნობილია იმით, რომ აქ კარგი ხარისხის სტაფილო მოჰყავთ. აქ არ არის ოჯახი, რომელსაც ეს ბოსტნეული არ მოჰყავს.

bejano
სტაფილოს მოსავლის აღება

სოფელში აღნიშნეს, რომ წელს სტაფილოს პლანტაციებზე უფრო მეტი სარეველა იყო, ვიდრე სტაფილო. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ორჯერ ნაკლები მოსავალია.


მინდორში უმცროს-უფროსიანად მუშაობენ

სოფლის მაცხოვრებლები ბაზარზე სტაფილოს ფასს უჩივიან. მათი თქმით, 1კგ სტაფილო 1 ლარი ღირს.
მოსახლეობის თქმით წელს ნაყოფიერი წელი არ იყო. გაზაფხულზე, როდესაც სტაფილოს ნესტი სჭირდებოდა, არ წვიმდა.
გურგენ ტონაკანიანმა შარშან 10 ტონა სტაფილოს მოსავალი აიღო, წელს კი მხოლოდ ოთხი ტონა.
“ჩვენ ვთესავთ ცოტას, მხოლოდ ჩევი სახლის წინ. წელს მოსავალი იყო ცუდი და ამასთანავე, ფასიც არ არის მაღალი”.

bejano3
შარშანდელი მოსავალი

სოფლის მოსახლეობის თქმით, სტაფილოს ფასი მინიმუმ 1 ლარი უნდა იყოს, რათა გაწეული ხარჯი დაიფაროს.
“სტაფილოს ფასი 70 თეთრს შეადგენს, მაშინ როდესაც მინიმუმ 1 ლარი უნდა იყოს”, – ამბობს სოფელ ბეჟანოს მაცხოვრებელი.
სტაფილოს მყიდველები ძირითადად გადამყიდველები არიან. რა ფასსაც არ უნდა კარნახობდეს ბაზარი, მოსახლეობა იძულებულია დათანხმდეს, რათა მოსავალი არ გაუფუჭდეს.