ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პრიორიტეტების შერჩევისათვისათის, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან გაიმართება. ისინი მიმდინარე წელს «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამით განხორციელდება.
სოფლებში პრიორიტეტების შერჩევის პროცესი 6 თებერვალს, დღეიდან იწყება და 14 თებერვლამდე გრძელდება. მერიის მუნიციპალიტეტთან დაარსდა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების 7 ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის დახმარების მიზნით მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებზე, თუმცა არ ექნება უფლება პრიორიტეტის არჩევაში ჩაერიოს. მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე სურს «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამით მიღებული სახსრების დახარჯვა.
სამცხე-ჯავახეთის სახალხო დამცველის წარმომადგენლები წელს პირველლად შერჩევით მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებზე.
წელს პრიორიტეტების შერჩევა შეზღუდულია, ამგვარად «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამის სახსრები ვერ იქნება გამოყენებული რიტუალების სახლების, კულტურის სახლებისა და სასაფლაოების კეთილმოწყობისათვის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქონების აღძვრისა და მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ვაჰან ბათოიანი თვლის, რომ «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამა დაეხმარება მუნიციპალიტეტს.
„კარგი პროგრამაა, ყველა სოფელი ღებულობს თანხას, ადგილობრივი ბიუჯეტი ყველა სოფელს ვერ გამოუყოფს თამხას, ეფექტური პროგრამაა»,- ამბობს ვაჰან ბათოიანი.
მისი თქმით, სოფლებში რიტუალების სახლები მოწესრიგდა, ახლა თანხა ძირითადად დაიხარჯება წყალგაყვანილობის რეაბილიტაციაზე და საღამოს განათების გაყვანაზე.
«სოფლის მხარდაჭერის» პროგრამა საქართველოში 2011 წელს დაიწყო, ორი წლის შუალედით (2017,2018) 2019 წელს ის კვლავ განახლდა. წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 922 000 ლარი გამოუყეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამის ფარგლებში ყველაზე ნაკლები თანხა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი თანხა 20 000 ლარს შეადგენს. ასევე, გამომდინარე მოსახლეობის რაოდენობისა არის სოფლები, რომლებიც 12 000 ან 16 000 ლარის ოდენობას ღებულობენ.