ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამმა სოფელმა შეცვალა “სოფლის დახმარების პროგრამით” გათვალისწინებული პრიორიტეტები. ეს სოფლებია გოდოლარი, სირკვა და ბალხო. “სოფლის დახმარების პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
დღეს, 29 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ცვლილებები დაამტკიცეს.
ეს ცვლილებებია:
“სოფლის დახმარების პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არ დაწყებულა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრაქსტუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა ამირშადიანის თქმით, მათ 10 ივნისს მიიღეს დადგენილება, რათა დამპროექტებლებთან შეთანხმება გაეფორმებინათ.
“დამპროექტებლებთან უკვე გავაფორმეთ შეთანხმება, რამდენიმე სოფლისთვის პროექტი მზად არის. ვმუშაობთ, რათა მოვასწროთ სამუშაოს დროულად დასრულება”, – განაცხადა მაგდა ამირშადიანმა.
მიმდინარე წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტს “სოფლის დახმარების პროგრამით” 922 000 ლარი გამოეყო. შარშან იმავე ოდენობით.