სოფელ ალათუმანში ახალი წყალგაყვანილობის მშენებლობაზე ტენდერი, მსურვწლთა არარსებობის გამო, უკვე მეოთხედ ცხადდება ჩაშლილად.

პროექტის განხორციელებისა და ხარჯებისათვის მუნიციპალიტეტმა 750 ლარი გამოყო. პროექტი ითვალისწინებს 25 000 ლარის სამუშაოებს. საჭიროა 2000 მ. სიგრძეზე ახალი წყალგაყვანილობის გამართვა.

პირველად ტენდერი გამოცხადდა 22 ოქტომბერს, შენდეგ კი 17 ნოემბერს. მესამედ ტენდერი გამოაცხადეს 29 ნოემბერს, ხოლო მეოთხედ ეს 12 დეკემბერს მოხდა. ვადა 20 დეკემბერს ამოიწურა და ტენდერში მონაწილეობა კვლავ არავინ მოისურვა. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ყველა ტენდერებზე მითითებულია «ვერ შედგა».

2018 წელს სოფელ ალათუმანში ახალი წყალგაყვანილობის ხაზი აშენდა, თუმცა წყალი მასში არ იყო. სოფელს წყალი ვერ მიეწოდებოდა. აღნიშნული სამუშაოს ტენდერი გარიკ ზარმარიანმა მოიგო. მშენებლობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყალი მილებში არ მიედინებოდა. მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა მშენებლის სამუშაოს ანაზღაურებაზე, რადგან საბოლოო შედეგი არ იყო მიღწეული. მშენებელმა გაასაჩივრა და სასამართლოს მეშვეობით მიიღო თანხა. მუნიციპალიტეტმა მას დაახლოებით 25 ათასი ლარი გადაუხადა.

როგორც აღმოჩნდა, მშენებელი არ იყო დამნაშავე. პროექტი არასწორად იყო შედგენილი. ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.

მუნიციპალიტეტი სოფელ ალათუმანის წყალგაყვანილობისათვის ახალ პროექტს უკვეთავს, თუმცა კონკურსში აღარავინ ღებულობს მონაწილეობას.