წელს მაღალმთიანი სოფელი თანხას გაზიფიკაცია მიმდონარეობს, რომელიც სოფლის ქველმოქმედის და SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
თახჩა- ახალქალაქის მუნიხიპალიტეტის ერთ-ერთი დაშორებული და პატარა სოფელი. 2000-იან წლებში ამ სოფლიდან დიდი მიგრაცია იყო, რომლის ძირითადი მიზეზი- სოფელში სასიცოცხლოდ ელემენტარული პირობების არარსებობა.
დღეს თახჩაში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 19 გაზიფიცირებული არ არის, მათ შორის არის თახჩაც.
მოდეგამი, გოგაშენი, აფნია, ქარცეფი, აზმანა, ოკამი, ერინჯა, დავნია, ხავეთი, დადეში, სულდა, ბოზალი, ფილიპოვკა, კარწახი, თახჩა, აბული, ბუზავეთი, პატარა სამსარი და დიდი სამსარი.
“სოფელ თახჩას მკვიდრებმა, ქველმოქმედებმა კარენ და მისაკ ღაზარიანებმა და ანდრანიკ სურმალიანმა დაგეგმეს და პრაქტიკულად საკუთარი ხარჯებით დაასრულეს მშობლიური სოფლის გაზიფიცირების პროექტი, რაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას, მოსახლეობის მიგრაციის აღმოფხვრას და, ბუნებრივია, სოფლის დაცარიელებას“, – ნათქვამია ახალქალაქის საკრებულოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
“ბუნებივი აირი ჩვენს სოფელში ქველმოქმედება გაჰყავთ. ჩვენი სოფლის შემდეგ ბუნებრივი აირი აბულამდეც მივა, მაგრამ უკვე მომავალ წელს. დღესდღეობით ჩვენს სოფელში 11 ოჯახი ცხოვრობს. გათხრის სამუშაოები თახჩამდეა მისული, გაზის მილების დაგებაა დარჩენილი, ამინდის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ნოემრბის შუა რიცხვებში დასრულდება”,- გვაცნობა ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატმა არარატ აივაზიანმა.
თახჩას გაზიფიკაციის პროექტის ღირებულა დაახლოებით 120 000 ლარს შეადგენს, რომელიც ნახევარზეა გადანაწილებული ქველმოქმედსა და SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიას შორის.
“ხარჯებს 50/50 გავყოფთ, შესაძლოა დიდი ნაწილი ჩვენს თავზე ვიკისროთ. წელს სოფლის გაზიფიკაციის სამუშაოებს დავასრულებთ, მაგრამ ბუნებრივი აირი მომხმარებლებამდე წელს სავარაუდოდ ვერ მივა. იქამდე კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლა მოგვიწევს, რასაც დრო სჭირდება”,- Jnews-ს აცნობა SJGC კომპანიის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მაგისტრალური გაზსადენი აშენდება, ის დარეგისტრირდება, რის შემდეგაც კომპანია სოფელ თახჩას გაზიფიკაციის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართავს.