გუშინ, 26 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში სამი ძროხა ელვის შედეგად დაიხოცა.
Jnews-მა დააზუსტა, რომ ძროხები სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა.
„დახოცილი ძროხები სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნის, ისინი დაიხოცნენ ელვის დარტყმის შედეგად, ექსპერტიზაზე არ წაგვიყვანია, ამის საჭიროება არ არის, ისინი ვერ დაინფიცირდებოდნენ. რაც შეეხება კომპენსაციას, ეს საკითხი ღიად რჩება, რადგან დაზღვევა არ ჰქონდათ“, – ამბობს სოფელ ფოკას სპეციალისტი ვაჩაგან ალვანჯიანი.
ის აპირებს მიმართოს შესაბამის ორგანოებს იმის დასაზუსტებლად, ანაზღაურდება თუ არა ზარალი.
Jnews-ი ინციდენტის ერთ-ერთ თვითმხილველს ესაუბრა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ძროხები ელვის დარტყმისგან დაიხოცა, სხვა მიზეზი ვერ იქნებოდა. ამ დროს ისინი საძოვარზე იყვნენ.
ლიდა ალმასიანი