საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ პეტროსიანმა ხმა საქართველოში დემოკრატიას მისცა.
სამველ პეტროსიანმა ხმა მისცა 11:16 საათზე ახალქალაქის №18.40.01 საარჩევნო ოლქში. არჩევნებზე პეტროსიანი მეუღლესთან ერთად მივიდა.
“მე იმ პოლიტიკურ ძალას მივეცი ხმა, რომელიც ამჟამად საქართველოში გაწონასწორებულ პოლიტიკას ატარებს. მე იმ ძალას მივეცი ხმა, რომელიც დღეს ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს. მე ხმა მივეცი მშვიდობას, რადგან საქართველოს გარშემო ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, ის არის სომხეთისა და აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყანა, რომლებიც ახლა ომის მდგომარეობაში არიან. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც ომის შეჩერებას შეძლებს”, – განუცხადა Jnews -ს უთხრა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, სამველ მანუკიანმა ხმის მიცემის შემდეგ.