საპარლამენტო არჩვენების დაკვირვებისა და გაშუქებისათვის 11 სექტემბრის მონაცემებით საქართველოს ცესკო-ში დარეგისტრირებულია 28 ადგილობრივი და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე 4 მედია-ორგანიზაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისათვის ჯერჯერობით დარეგისტრირებულია მხოლოდ 4 მედია-ორგანიზაცია- აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “TV პირველი” და “სილქ მედია”.
საპარლამენტო არჩვენების დაკვირვებისათვის, ამჟამად, დარეგისტრირებულია 2 საერთაშორისო ორგანიზაცია- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია (ISHR).
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისათვის დარეგისტრირებულია შემდეგი ორგანიზაციები- “სამოქალაქო მოძრაობის კავშირი- მრავალეროვანი საქართველო”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”, “დემოკრატიული არჩევნები”, “რეგიონალური განვითარებისა და წინსვლის ცენტრი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”, “პროფესიონალური განვითარების მომუშავეთა და კვალიფიციური კადრებისა და სტუდენტების ქართული პროფკავშირი”, “ახალგაზრდა თაობა”, “აპრიორი”, “მწვანე მიწა”, “მედია თავისუფლებისათვის” და სხვა 17 ორგანიზაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შედგება.