გუშინ, 18 თებერვალს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ჰასმიკ მარანგოზიანი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს. ასევე, განმეორებით აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ზურა მელიქიძე.
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მოადგილის უფლებამოსილების ვადა წელს იწურებოდა. საქართველოს ცესკო-მ ამ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა. ჰასმიკ მარანგოზიანი და ზურა მელიქიძე 5 თებერვალს ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ და ფარული კენჭისყრით №40 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო კომისიის წევრებად აირჩიეს.
გუშინ, საარჩევნო კომისიის ხუთმა წევრმა №40 მაჟორიტარულ ოლქში თავმჯდომარედ ჰასმიკ მარანგოზიანი აირჩია, ზურა მელიქიძე კვლავ მდივანი დარჩა. ჰასმიკ მარანგოზიანი უკვე 16 წელია ახალქალაქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობს.
ახალქალაქის საარჩევნო კომისიაში 5 მუდმივი წევრია. ეს არის თავმჯდომარე ჰასმიკ ირიციანი, მოადგილე- პაატა ფანჯაკიძე, მდივანი ზურა მელიქიძე, ალბერტ თევანიანი, რაფიკ კარაპეტიანი.