საარჩევნო უბანზე №18.41.02 ნინოწმინდაში დამოუკიდებელი კანდიდატის, ენზელ მკოიანის მხარდამჭერმა არარატ ამბარიანმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” აგიტატორები ქუჩაში სიებით იდგნენ და საუბრობდნენ, რომ სიიდან ამა თუ იმ ადამიანმა ხმა არ მისცა და თავის ხალხს სთხოვდნენ ისინი ხმის მისაცემად მოეყვანათ.
შედეგად სია, რომლის შესახებაც არარატი საუბრობს, შეადარეს საარჩევნო უბნის სიებს და აღმოჩნდა, რომ სიები ერთმანეთს არ ემთხვევა.
კონფლიქტი უბანშივე დასრულდა. თუმცა რა სია იყო ეს- ჩვენთვის უცნობია.