დღეს, 24 ოქტომბერს, შუშის დაბომბვის შემდეგ პირველად “კაზანჩეცოცის” ტაძარში (ყოვლადშემძლე წმინდა ქრისტეს ტაძარი) ჯვრისწერა გაიმართა.
ყარაბაღში მცხოვებმა მარიამმა და ჰოვიკმა ომის დროს დაოჯახება გადაწყვიტეს, მსოფლიოს ღვთისადმი, სარწმუნოებისა და გამარჯვებისადმი ურყევი რწმენის მაგალითი აჩვენეს.
მარიამ სარგსიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც დაწერა: ” ჩვენი ჯვრისწერა, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, ჯვრისწერით დაგვირგვინდა. ომის დღეებში, როდესაც, სამწუხაროდ, ომს დასასრული არ უჩანს, მაგრამ გამარჯვების რწმენა – ურყევია. ეს სულაც არ არის პირადი ახირება, არამედ ცოცხლად გადარჩენის, დღეგრძელობის სიმბოლოა, სომხების განადგურების მცდელობების მიმართ პროტესტია. როგორი დანგრეული და დაზიანებულიც არ უნდა იყოს კაზანჩეცოცი, არ დაკარგავს სულიერებას, რადგან ამ ტაძარში ისმოდა ყველაზე გულწრფელი ლოცვები…”
მარიამმა აღნიშნა, რომ მისი მშობლებიც ომის დროს დაქორწინდნენ და იმედოვნებს, რომ მათი თაობა იქნება ბოლო, ვინც ომის დროს დაოჯახდება.
ყარაბახის ომის თემასთან დაკავშირებით მარიამი წერს: “ამ დღეებში ყველაზე გმირული ისტორიები იბადება, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მილიმეტრს სიცოცხლის ფასად ვიცავთ, ჩვენი ბიჭები დაახლოებით ერთი თვეა ტერორისტებს ებრძვიან და ეს უკვე ნიშნავს გამარჯვებას. ჩვენს რიგებს გმირი ბიჭები ტოვებენ, ერთი მეორეზე ძლიერი და თავდადებულია, საჭიროა ამ ცარიელი რიგების შევსება, ძვირფასო ქალებო…”
ქორწილში მარიამი სომხური, ტრადიციული საქორწინო კაბით იყო, ხოლო ჰოვიკი – სამხედროს ფორმაში.
შუშის კვრისწერას მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაიკ არუთუანიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საკუთარ Facebook გვერდზე შემდეგი სტატუსი დაწერა: “მიუხედავად ომისა, არცახში ცხოვრება გრძელდება და მარიამისა და ჰოვიკის ჯვრისწერა, რომელიც დღეს შუშიში, კაზანჩეცოცის ტაძარში შედგა – ეს არის პირველ რიგში მიმართვა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსადმი: ზარბაზნებმა, რაც შეიძლება ნაკლებ ხანს უნდა ისროლონ… იყავით ბედნიერები!”
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, შუშის კაზანჩეცოცის ტაძარი (ყოვლადშემძლე წმინდა ქრისტეს ტაძარი) ორჯერ აღმოჩნდა აზერბაიჯანის საარტილერიო დაბომბვის გამო საფრთხეში.
ფოტო პრეზიდენტ არაიკ არუთუნიანის Facebook-