ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა დღეს, 3 აპრილს, ახალქალაქში, სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში მთიანი ყარაბაღის ოთხდღიანი ომის დროს დაღუპული სომეხი ვაჟების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვაჯვართან ყვავილები მიიტანეს.
„თითოეული იქ მყოფი ითავისებდა იმას, რომ წლები მხოლოდ ზრდის დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს, ფასდაუდებელს ხდის უდანაშაულო მსხვერპლთა უკვდავებას და ჩვენი არსებობის განუყრელ ვალს“, – ნათქვამია ახალგაზრდული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.
ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის სტუდენტებმა ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს, ასევე პატრიოტული სიმღერები და ლექსები შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1-2 აპრილის ღამეს აზერბაიჯანულმა მხარემ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, მათ არსენალში არსებული თითქმის ყველა სახის სამხედრო ტექნიკის გამოყენებით.
ოთხდღიანი ომის დროს (ასევე ცნობილია, როგორც აპრილის ომი) ყველაზე სასტიკი ბრძოლები ყარაბაღ-აზერბაიჯანის შეხების ხაზის სამხრეთის (ჰადრუტი) და ჩრდილო-აღმოსავლეთის (მარტაკერტი) მიმართულებებით მიმდინარეობდა.