მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი ომში მოწინავედ წავიდა, რათა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მსხვილმასშტაბიან საომარ ქმედებებში უშუალო მონაწილეობა მიიღოს.
გენერლების, ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების, თანამებრძოლებისა და მოხალისეების მიმართვაში მან განაცხადა, რომ ყარაბაღისა და აზერბაიჯანის გადამკვეთი ხაზის მთელ სიგრძეზე სხვადასხვა ინტენსივობით მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, და ის სპეციალური დანიშნულების მქონე რაზმთან ერთად მოწინავედ მიდის, “რათა ჩემი ბრძოლა იქ განვახორციელო, რადგან უფრო ღირებული ვიქნები იქ, მოწინავედ, ვიდრე აქ, უსაფრთხოებაში”.
“ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით, მათ შორის დედაქალაქ სტეფანაკერტში. ხალხი და სამშობლო საფრთხის წინაშე დგანან: საფრთხის წინაშეა ასევე ჩვენს საკუთარ მიწაზე ჩვენი დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების უფლება, რომელიც სომეხი შვილების დაღვრილი სისხლის ფასად გათავისუფლდა.
ყველას მოგიწოდებთ, ავდგეთ და საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოთ ცხოვრების ხელშეუხებელი უფლება თავდაუზოგავად დავიცვათ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ეს წმინდა სამამულო ომია, რომელშიც არცახმა მაქსიმალური მონაწილეობითა და თითოეულის თავდაუზოგავობით უნდა იყოს გაიმარჯვებული.
“სომხური არმია დღეს, ეროვნული ერთიანობის ცოცხალი სახე და ღერძია.
ახლა კვლავ დადგა დრო მთელი ერით, ერთიან და ძლიერ არმიად, სულიერ სამამულო დაცვად ვიქცეთ, რომელსაც ყველა უცხო გრიგალი შეეჯახება და მოგერიებული იქნება.
ეს ჩვენი უკანასკნელი ბრძოლაა, რომელშიც ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანი თავს დაესხა არცახის რესპუბლიკას (მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკა), ბრძოლა მიმდინარეობს ძალების გადაკვეთის მთლიან ხაზზე. აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატების დარტყმების შედეგად დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი, სტეფანაკერტი, და სხვა ქალაქები. გარდაცვლილებს შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა. გარდა ამისა, ქალაქ მარტუნის დაცხრილვის შედეგად სომეხი და ფრანგი ჟურნალისტები იყვნენ დაჭრილი.