სომხეთში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 2 213 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, 16 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 12 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.
24 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 75 523 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 50 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 1 157 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 333 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.