სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 44 271-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 2 სექტემბრის მონაცემებით, 44 075 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამრიგად, დღეში, ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით 887 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 3 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, არის 271 (პლუს 2 გასული დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 38855-ს შეადგენს. 4258 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 211,281 -ია.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მარტიდან მოქმედებს. ამასთან, დასაშვებია შეხვედრები და მიტინგები, აგრეთვე ღონისძიებების ორგანიზება, სადაც დაცული იქნება შესაბამისი სტანდარტები.