ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გახდა COVID-19- ის მსხვერპლი.

საერთო ჯამში, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 160 220 შემთხვევა, გარდაიცვალა 2,864 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 144 831 პაციენტი.

ქვეყანაში კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდეა გამოცხადებული.