სომხეთში „კოვიდ-19“-ის 2 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 921 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში გამოვლენილია ინფიცირების 106 424 შემთხვევა, მათ შორის 64 179 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 964 გარდაიცვალა.