სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 982 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 55 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 330 895 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 298 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა.