დღეს, 22 აპრილს, ერევანში სიუნიკში არეულობების დროს დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ოპოზიციამ მიტინგი გამართა. კერძოდ, მეგრის მერის, მხითარ ზაქარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ”ხულიგნობის” მუხლით აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ სომხეთის მეგრის მოსახლება გუშინ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს ქალაქის ქუჩებში შეხვდნენ და სიუნიკის დატოვება მოსთხოვეს.
სიუნიკის მოსახლეობის აღშფოთებისა და მოთხოვნების მიუხედავად, ფაშინიანმა მეგრის ქუჩებში მსვლელობა პოლიციის სპეცრაზმის თანხლებით განაგრძო. სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა, კონფლიქტი წარმოიშვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის.
კაპანში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ფაშინიანს დახვდნენ შეძახილებით: “ნიკოლ- მოღალატე!” აქ შეკრებილთა შორის იყვნენ ფაშინიანის მომხრეები, რომლებიც ტაშით შეხვდნენ მას. კაპანშიც ხალხი ესალმებოდა პრემიერ-მინისტრს, ესაუბრებოდა მას და უხაროდა მისი ვიზიტი. მოგვიანებით ეს ვიდეო მის Facebook- გვერდზე ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, ალენ სიმონიანმა გამოაქვეყნა.
ფაშინიანი თავიდან სოფელ შურნუხში გაჩერდა, რომლის ნაწილი, 9 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანს გადაეცა. შურნუხის სოფლის უფროსმა აკოპ არშაკიანმა, რომლის სახლიც მტრისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე დარჩა, მაშინ შეიტყო ფაშინიანის სტუმრობის შესახებ, როდესაც მან უკვე დატოვა სოფელი.
სოფლის უფროსი წუხს, რომ პრემიერ-მინისტრი ღამით, შეუმჩნევლად ჩამოვიდა და წავიდა. ის ამბობს, რომ შურნუხის მცხოვრებლებს, რომლებიც მტრისგან, რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრთან მრავალი მნიშვნელოვანი კითხვა აქვთ, მათ თავიანთი უსაფრთხოება აწუხებთ.
ომის დასრულების შემდეგ, ეს ფაშინიანის სიუნიკში ჩასვლის მეორე მცდელობა იყო. პირველი განხორციელდა დეკემბერში, როცა სისიანის იქით გავლა ვერ შეძლო. სისიანის ეკლესიაში მღვდელმა პრემიერ-მინისტრს გაწვდილი ხელი არ ჩამოართვა, ხოლო სიუნიკის მცხოვრებლებმა გორისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც, ფაშინიანმა ვიზიტი შეწყვიტა და ერევამში დაბრუნდა.