სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 413 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 99 563-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 476-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 60 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა.