ჯავახეთის ახალგაზრდობა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში გასაგზავნად საბურავებს აგროვებს. შეგროვილი საბურავების რაოდენობა დროდადრო იზრდება, ასევე იმ ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პროდუქტებით დახმარება სურთ.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ახალქალაქის სოფლებში მრავალ ახალგაზრდა ადამიანს შეხვდებოდით, რომლებიც საბურავებს აგროვებდნენ.

ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა ეკუთვნის ყველას, ვის როგორც შეუძლია- ისე ეხმარება. იყო ხალხი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს საზღვარზე მებრძოლი ჯარისკაცები სტაფილოთი, კარტოფილით, კომბოსტოთი, მაკარონით და კვების სხვა პროდუქტებით უზრუნველყონ.

საბურავებითა და კვების პროდუქტებით დატვირთული მანქანები ახალქალაქიდან სომხეთში უკვე გავიდნენ.