ახალქალაქის მუსიკალური სკოლა მრავალი წელია არ გარემონტებულა. ბოლოს შენობის სახურავი და გარე ხედვის ფანჯრები შეცვალეს. ავეჯიც ძალიან ძველია. შენობის უკანა მხარეს სახურავი ღიაა და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.

მუსიკალური სკოლის დირექტორი, სვეტლანა კაროიანი ამბობს, რომ შენობას კაპიტალური რემონტი სჭირდება.

mijancq

„მეც ეს სამუსიკო სკოლა დავამთავრე, მაგრამ არ მახსოვს, რომ შენობაში კაპიტალური რემონტი ჩაეტარებინოთ. მართალია, ნაწილობრივი რემონტი გაკეთდა, მაგრამ კაპიტალური არ ყოფილა. ოთახების ჭერის დაწევამდე შენობა არანაირად არ თბებოდა. იატაკზე ლინოლეუმია, რამდენიმე ოთახშია ლამინატი დაგებული“, – აღნიშნავს კაროიანი.

qandvel e

2007 წელს მუსიკალური სკოლა კულტურის სამინისტროს გამოეყო და სკოლის საკუთარი სახსრებით იატაკი ლინოლეუმით, კედლები კი შპალერით დაფარეს.

შემდეგ, სახელმწიფოს სახსრებით ნაწილობრივ გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი, შეიცვალა ფანჯრები, რამდენიმე ოთახი კრამიტით მოაპირკეთეს.

შენობის უკანა ნაწილში სხვა ვითარებაა, სახურავი უკვე იშლება, წვიმისა და თოვლის დროს შენობაში წყალი ჩადის. სკოლის ბიბლიოთეკის ჭერი უკვე დანგრეულია, სახურავიდან იმავე ადგილას წვეთავს, მუშებს სათლების დადგმა  უწევთ, რათა, როგორმე დაიცვან წიგნები განადგურებისაგან.

 

qandvac

ktur

ფანჯრებიც ნახევრად ჩამტვრეულია. იმისთვის, რომ როგორმე შეძლონ ოთახის გათბობა, სკოლის თანამშრომლებს ფანჯრებზე ცელოფნების გაკვრა მოუწიათ.

 

patuhan

სასწავლო ოთახები ძალიან პატარაა, ნორმალური ავეჯიც არ დგას. რეალურად, ეს შენობა არ არის სკოლისთვის შესაფერისი, ჯერ იყო კერძო სახლი, შემდეგ დაწესებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცა მუსიკალურ სკოლას.

hnutyun

„ჩვენ ვწერდით, მივმართავდით, შეკეთების საშუალება არ იყო, მაგრამ ველოდებით, იქნებ წელს მიაქციონ ყურადღება. მუსიკალური სკოლისთვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რომ ბავშვებს მისწრაფება ჰქონდეთ, რომ იყოს ნათელი ოთახები, რომ ხმის იზოლაცია იყოს, იყოს მშვენიერი ინსტრუმენტები, აკუსტიკა. მაგრამ ჩვენს კლასებში ჯდომა შეუძლებელია, ოთახები ძალიან პატარაა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ვმუშაობთ, მშვენიერი კურსდამთავრებულები გვყავს, კონკურსებში გამარჯვებულები, ახლა კონკურსებზეც ვაპირებთ წასვლას“, – ამბობს ახალქალაქის ერთადერთი მუსიკალური სკოლის დირექტორი, სვეტლანა კაროიანი.

სასკოლო მუსიკალური ინსტრუმენტებიც ძალიან ძველია, თუმცა სკოლამ ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი ელექტრონული ინსტრუმენტები.

„ხელსაწყოები ბევრი გვაქვს, მაგრამ ისინი უკვე „დაბერდა“, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურად აწყობს ხელსაწყოებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უკვე გვაქვს ანალოგი, ადაპტირებული ელექტრონული ინსტრუმენტები, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ. ეს ინსტრუმენტები LAG-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევიძინეთ, პროექტი ჩვენმა მასწავლებელმა, ლუსია ჩობანიანმა დაწერა, შემდეგ კი მერიამ 30%-ით დააფინანსა “, – დაამატა დირექტორმა.

მიუხედავად ასეთი პირობებისა, კაროიანი არ წუწუნებს, ის „ღმერთის მადლობელია“, რომ შენობა ფუნქციონირებს, შესაძლებელია იქ მუშაობა, სტუდენტების აღზრდა და სხვადასხვა გამარჯვებულის გამოვლენა საზოგადოების წინაშე. ახალქალაქის სამუსიკო სკოლაში ამჟამად 160-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

Jnews-ი შეეცადა ახალქალაქის მერიაში გაერკვია, წლეულს იგეგმება თუ არა მუსიკალური სკოლის რემონტი.

„ამჟამად არ გვაქვს მუსიკალური სკოლის რესტავრაციის პროექტი. მაგრამ როგორც კი დათბება, იმ შენობებში, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა, შემოვლებს დავიწყებთ და პრობლემებს ადგილზე გავეცნობით. თუ ისინი ძალიან დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს, თუ ჩვენ თვითონ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, მაშინ გავითვალისწინებთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი.