13 თებერვალს, ჯავახეთის ყველა ეკლესიასა და სოფელში, კერძოდ ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში, ტეარნანდარაჩის დღესასწაული აღნიშნეს, ასევე ახალდაქორწინებულთა კურთხევა გაიმართა. ეკლესიის ეზოში კოცონი დაანთეს, რომელზეც ახალგაზრდა წყვილები ხტებოდნენ.

6

ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში კოცონი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარმა წინამძღვარმა, მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰმაიაკიანმა დაანთო.

5

ყოველწლიურად 14 თებერვალს, ქრისტეს შობიდან 40 დღის შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ტეარნანდარაჩის დღესასწაულს აღნიშნავს, სწორედ ამ დღეს მიიყვანეს მშობლებმა ჩვილი იესო ქრისტე იერუსალიმის ტაძარში. ტენანადარაჩი უფლისკენ სიარულს ნიშნავს.

1

ათასობით წელია, სომეხი ხალხი აღნიშნავს დღესასწაულს, რომელიც ცნობილია როგორც ტრნდეზი, ტერნანდარაჩი, ტანდარეჩი, ტნდალეში, ტარინჯ-ტარინჯი, დარდარანჩი, დორონჩი, მელეტი და სხვა მრავალი სახელწოდებით.

ამ დღესასწაულის საყვარელი მომენტი ცეცხლზე გადახტომაა. ახალდაქორწინებულები ხელჩაკიდებულები ოცნების ჩაფიქრებით კოცონზე ხტებიან.

8

დღესასწაულის ქრისტიანული მნიშვნელობა: ტეარნანდარაჩის დღესასწაული – ყველასთვის უფალთან შეხვედრის მოწვევა. სახელწოდება „ტეარნანდარაჩი“ ეტიმოლოგიურად ქრისტიანულ ტრადიციას ეფუძნება.

წინაპრების კანონის თანახმად, მშობიარე ქალს ორმოცი დღის ჩვილი ტაძარში უნდა წაეყვანა, უნდა შეეწირა ღმერთისთვის  და კურთხევა მიეღო. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ დადგენილი წესით ბავშვი რვა დღის ასაკში ინათლება, ხოლო მე-40 დღეს დედა ბავშვთან ერთად მოდის ტაძარში, მღვდელი შვილს ღმერთს გადასცემს, ხოლო დედა ზიარებას ღებულობს. მარიამს ორმოცი დღის იესო ტაძარში მიჰყავს. აქ იყო ღვთისმოსავი მოხუცი, სახელად სიმონი, რომელსაც ღმერთმა უბრძანა, არ ენახა სიკვდილი, სანამ არ იხილავდა სამყაროსა და კაცობრიობის მხსნელს. მან სულიწმიდის საშუალებით მაცხოვარი იცნო, სვიმეონმა ხელში აიყვანა და ღმერთი ადიდა. აქედან მოდის გამოთქმა „უფლის შესახვედრად“.

4

დღესასწაულის ხალხური ტრადიცია: ხალხური ტრადიციის თანახმად, ტიარნანდარაჩის მთავარი რიტუალი იყო ცეცხლის დანთება და მის გარშემო ზეიმობა. ცეცხლი ძირითადად ხორბლის თავთავიდან ენთებოდა. ხანძრის დანთებისას ქალებს ლანგარზე ტიარნანდარაჩის სადღესასწაულო კერძები მოჰქონდათ: პოხინძი, ქიშმიში, ახანძი, ნიგოზი, შემწვარი ოსპი და ცეცხლს შემოუვლიდნენ, ერთ ნაწილს ურიგებდნენ, მეორე ნაწილი კი საღამოს ტრაპეზისთვის შეჰქონდათ შიგნით. ისინი ცეცხლის ირგვლივ დადიოდნენ, ცეცხლი რომ ცხრებოდა, ცეცხლზე ფრენას იწყებდნენ. თუ ცეცხლზე გადახტომისას პატარძლის კაბის პირი დაიწვება, ეს უბრალო უყურადღებობაა, ხოლო თუ საერთოდ ცეცხლის დანთება და გადახტომა ვერ მოახერხეთ,  არ არის საჭირო ცრურწმენით ნერვიულობა და ტანჯვა შენდეგი წლის ტეარნანდარაჩამდე.

3

წელს ახალდაქორწინებულებს ეკლესიის ნათლიამ, არტურ პეტროსიანმა საჩუქრები გადასცა.

7