ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში “სამოქალაქო ბიუჯეტის” პუნქტი პირველად შეიტანეს. ეს იყო მუნიციპალიტეტის “საზოგადოების შესაძლებლობების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობისთვის გაფართოება” პროექტის მონაწილეობის შედეგი, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან მუნიციპალიტეტის გაუმჯობესების იდეების მიღება გაიმართა, შემდეგ კი კენჭისყრა და იდეის შერჩევა, რომელიც 2024 წელზ იქნება რეალიზებული. კენჭისყრის შედეგად “ინტერაქტიული ბილბორდის” პროექტი შეირჩა. მისი რეალიზაციისათვის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში 30 000 ლარი გამოიყო.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა აღნიშნა, იდეა განხორციელდება ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით.

„30 000 ლარია გამოყოფილი, მერიას ჯერ არ აქვს შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც პროექტშია მითითებული, ჯერ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, მერე გადავწყვიტოთ, როდის გავაკეთებთ“, – კომენტარი გააკეთა მან.

მიმდინარე წლის აგვისტოდან ახალქალაქში განხორციელდა პროექტი „საზოგადოების შესაძლებლობების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობისთვის გაფართოება“, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცათ.

პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში რეგისტრირებულ და/ან რეალურად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შეეთავაზებინა იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ზოგადი გაუმჯობესების განვითარებას. ინიციატივების ბიუჯეტი არ უნდა ყოფილიყო 30 000 ლარზე მეტი.

Jnews-ი თანმიმდევრულად აკვირდებოდა პროექტის განხორციელების პროცესს. აღვნიშნავთ, რომ ინიციატივის მიზანია არა იმდენად პროექტების განხორციელება, რამდენადაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დამყარება და სამოქალაქო მონაწილეობა. თუმცა, ასეთი კომუნიკაცია ჯერ არ მომხდარა პროექტის არცერთ ეტაპზე. პროექტის შესახებ ახალქალაქის ვებგვერდზე და ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალურ ქსელებში თავიდანვე არ იყო გამოცხადებული, ანუ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის გარკვევის შესაძლებლობა. გარდა ამისა, HEKS EPER-ისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) წარმომადგენლებთან პოტენციური იდეების საჯარო განხილვისას, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ასევე არ გავრცელებულა მოსახლეობაში, ამიტომ მას ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერიაში მოქალაქეების მხრიდან შეტანილი იყო 4 ინიციატივა: ქალაქის საათი, ინტერაქტიული ბილბორდი, სანაპიროს მოწყობა ფარავნის მდინარესთან, ქალაქ ახალქალაქის მისასვლელთან სადამკვირვებლო მოედნის მოწყობა. კომისიის წინასწარ სხდომაზე ბოლო ორი პროექტი “ტექნიკური შეუსაბამობის” მიზეზით გამოეთიშა. აღვნიშნავთ, რომ პროექტის ავტორებს საკუთარი იდეების საპასუხო წერილი არ მიუღიათ და ტექნიკური დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

კენჭისყრის შესახებ განცხადება მერიის გვერდზე არჩევნებამდე 2 დღით ადრე განთავსდა. დეტალური ინფორმაცია პროექტების, მათი აღწერილობის შესახებ არანაირად არ გავრცელებულა.