ახალქალაქში კორონავირუსის 3 შემთხვევიდან 2 ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მასწავლებელია.
COVID-19 მასწავლებლებს მას შემდეგ გამოუვლინდათ, რაც სკოლის მთელ კოლექტივთან ერთად გაიკეთეს ტესტი. ტესტირებას ახალქალაქის ყველა სკოლა გაივლის.
როგორც სკოლის ადმინისტრაციიდან Jnews-ს აცნობეს, სკოლაში სასწავლო პროცესი ინლაინრეჟიმში ჩატარდება, რადგან სკოლის მასწავლებლები თვითიზოლირებულნი არიან. ონლაინ რეჟიმი პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.
სკოლის დირექტორის, ემა ნახატაკიანის თქმით, ინფიცირებულ მასწავლებლებს სიმპტომი არ აქვთ, თავს კარგად გრძნობენ. კორონავირუსით საიდან დაინფიცირდნენ არ იციან, რადგან ახალქალაქის ფარგლებს გარეთ არ გასულან. სკოლის მოსწავლეებისთვის ტესტირება არ ჩაუტარებიათ.
ჩვენი ინფორმაციით, კორონავირუსით მესამე დაინფიცირებული ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელია.