სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 732-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 236 742 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 223 736 ადამიანი.

ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში 8 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.