უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 1836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღის განმავლობაში, 23 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
საერთო ჯამში, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დაფიქსირებულია covid-19 -ის 66 530 შემთხვევა, ამჟამად მკურნალობას 17 869 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.
სომხეთში COVID-19- ისგან 1112 ადამიანი გარდაიცვალა. სხვა დაავადებებით – 321.