ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში COVID-19– ის 349 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი – სხვა დაავადებებისაგან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთში, ვირუსის გავრცელების შემდეგ COVID-19– ით ინფიცირების 29,285 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 503 ადამიანი, ხოლო სხვა დაავადებებით გარდაიცვალა 164 პაციენტი. სომხეთში ვირუსისგან 16907 პაციენტი განიკურნა.