სომხეთში, 20 ოქტომბერს, 11:00 საათისთვის, კორონავირუსული ინფექციის 1234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამრიგად, ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობამ 66 694-ს მიაღწია.
დღის განმავლობაში 526 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 48 734.
ვირუსის ზემოქმედების შედეგად დღე-ღამის განმავლობაში 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 დაავადებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო. საერთო ჯამში, 1101 გარდაცვალება არის კორონავირუსით, დანარჩენი 318 სხვა დაავადებით.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 352,764 ტესტი, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 2 893.