საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უარყო სომხეთის მიმართულებით სატვირთო მანქანის დაკავების ფაქტი, რომელსაც საბრძოლო იარაღი გადაქონდა.
როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, დღეს მედი სივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს “ყაზბეგის” საზღვარზე (საქართველო-რუსეთის საზღვარი) სამხედრო ტვირთის გადაადგილება შეჩერდა. ამავე დროს, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ “გარკვეული მოთხოვნების საფუძველზე” და “რისკების შეფასებისას”, საბაჟო ოფიცრებმა რუსეთის ფედერაციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი ერთი ტრანზიტული ტვირთი ფაქტობრივად შეამოწმეს.
“თანდართული დოკუმენტაციის, საბუთების შემოწმებისა და ფაქტობრივი დათვალიერების შემდეგ, სამხედრო ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ ყოფილა… აღნიშნულმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და დანიშნულების ადგილისკენ გადაადგილება განაგრძო”,- ნათქვამია განცხადებაში.
სექტემბერში, ყაზბეგის საბაჟო პუნქტით საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე 14 347 სატვირთო მანქანა შემოვიდა, ხოლო საქართველოდან – 14 595 გავიდა. როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო მანქანებზე თუ, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მანქანები სასაზღვრო გამშვებ პუნქტს 24 საათიან რეჟიმში გადიან.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, სამხედრო ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო და საჰაერო გზების გავლით, აკრძალა.