25 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებით წარდგა, რომელშიც ნათქვამია:
“სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილის, ტიგრან ხაჩატრიანის წოდებიდან გათავისუფლების წინააღმდეგ მკაცრ პროტესტს გამოხატავს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების გარეშე იყო განხორციელებული, ახლომხედველი და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო. ქვეყნისათვის ასეთ რთულ პირობებში მსგავსი გადაწყვეტილება- ანტისახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო ნაბიჯია.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება აღარ არიან იმ მდგომარეობაში, რომ სომხური ერისთვის კრიზისულ და საბედისწერო სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ.
სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდხანს ითმენდა მთავრობის “შეტევებს”, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკებ იყო მიმართული, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსებით შეასრულეს მათი ვალი და მტრის წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოდნენ.
მოქმედი ხელისუფლების არა ეფექტიანმა მმართველობამ და გარე პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კატასტროფის პირამდე მიიყვანა.
შექმნილ ვითარებაში სომხეთის შეიარაღებული ძალები პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. ამასთანავე აფრთხილებენ იმ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თავი აარიდონ, ვისი შვილებიც სამშობლოსა და არცახის დაცვისათვის დაიღუპა. არმია ხალხს მუდამ მხარში ედგა, ისევე როგორც ხალხი არმიას”.
პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის ეს განცხადება მიიღო, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობა.
“მე ჩვენს ყველა მომხრეს ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვეპატიჟები. ახლო მომავალში საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მივმართავ”,- განაცხადა მან.