სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 391 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 233 001 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 221 729 ადამიანი, მათგან გასულ 24 საათში – 139 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 664-მდე გაიზარდა.