სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამივე მოადგილემ – არტაკ აპიტონიანმა, ავეტ ადონცმა და არმენ გევონდიანმა თანამდებობი დატოვეს. ამის შესახებ განცხადებები, შესაბამისი შუამდგომლობით პრემიერ მინისტრის კანცელარიაში გასულ კვირას გაიგზავნა, – იტყობინება რადიო “აზატუთიუნი” სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, არა აივაზიანმა მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა იმ ინფორმაციის ფონზე დატოვა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება აზერბაიჯანთან და რუსეთთან ახალი სამმხრივი დოკუმენტის ხელმოწერას აპირებს.
იმავე დღეს თანამდებობა საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, გაგიკ გალაჩიანმა დატოვა. მისი გადადგომის შესახებ 4 დღის შემდეგ – 31 მაისს გახდა ცნობილი.