ნინოწმინდა-ახალქალაქი გზის მშენებლობა დასრულდა. საერთო ჯამში დაახლოებით 16კმ გზა იყო რეაბილიტირებული.
ამ ეტაპზე სოფელ ხოსპიოში ბარდიურის ფილების დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს.
“ჯავახ ავტო გზა” კომპანიის თანამშრომლების თქმით, საბოლოო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც კომპანიის მომუშავეები ამტკიცებენ, ყველა სამუშაო უწყების შესამაბისად გაკეთდა. შედეგს Jnews-ი ვიდეო მასალაში წარმოგიდგენთ.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდა გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ივლისში დაიწყო. ტენდერი 19 038 910 ლარით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 18 აპრილს იყო გამოცხადებული. ტენდერი 14 749 992,92 ლარით კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა მოიგო, თუმცა სარემონტო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი-კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებს. საერთო ჯამში რეაბილიტირებული იქნება 16კმ გზა ახალციხე-ნინოწმინდა მაგისტრალის 86 კმ-დან 70 კმ-მდე.